среда, 13 ноября 2013 г.

1. ხამისქური

თემა:  გაიცანით ჩემი სოფელი


1.      სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა;
2.      კლიმატი;
3.      ისტორია სოფლის წარმოშობის შესახებ;
4.      ისტორიული ძეგლები;
5.      ეთნოგრაფია;
6.      დღესასწაულები და ადათ-წესები;
7.      სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
8.      სოფლის ეკოლოგიური პრობლემები;
9.      დასკვნა.
10.მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაცია;
11. გამოყენებული ლიტერატურა.


    1.  geografiuli mdebareoba

xobis municipalitetis xamisquris Temi dasavleT saqarTveloSi kolxeTis dablobze urTis mTis samxreT-dasavleT aklTis Ziras,CrdiloeT ganedis 42gardusi23’27” ad aRmosavleT grZedis 41 gardusi48’23” mdebareobs.mas esazRvreba caiSis Temi dasavleTiT,didineZi (zugdidis municipaliteti)_Crdilo-aRmosavleTiT,xolo samxreT-aRmosavleTiT_sof. Torsa.zRvis donidan umaRlesi wertilia 470 m,umdablesi30 m.teritoria 18,4 kv.km-s Seadgens.manZili administraciul cntramde 12 km_ia,regional centramde_18 km,Tbilisamde 320 km.uaxlesi rkinigzis sadguri (xeTa) mdebareobs 3 km_Si,uaxloesi porti qalaqi foTi 40km-Si.uaxloesi aeroporti quTaisi,kopitnari ki – 75 km-Si.
xamisquris TemSi dasaxlebebia:sakukao,xamisquri,saqirio.
ZiriTadi toponimebi\adgilis saxelebia: cimueri, misanokari, nawaru, sakvereWike,oxvamekari.



                                 2. klimati


xamisquris hava notio-subtropikulia. zafxuli cxelia (+35), zamTari SedarebiT Tbili icis (+5). xolo haeris saSualo temperaturა +20 gradusia (celsiusiT), naleqebis wliuri raodenoba 2500 milimetrs aRwevs, haeris saSualo wliuri sinotivea 60%. mzian dReTa ricxvi 220-s Seadgens.
xamisquris Temis miwis saerTo fondi Seadgens 18,37 kv.km.-s, maT Soris 11,03 kv.km. sasoflo-sameurneos, xolo 7,34 kv.km. _arasoflo-sameurneos; sasoflo-sameurneo savargulebis mTliani moculobaSi saxnavi Seadgens 492 ha-s, mravalwliani nargavebi 207,2 ha-s, saZovari 403 ha. miwis 89% kerZo sakuTrebaSia.
landSafti: Warbobs vake reliefi.teritoriis klimatur-niadagobriv pirobebs kargad egueba rogorc subtrpikuli, aseve kontinenturi mcenarebis sxvadasxva saxeebi, rogorc endemuri,aseve Semotanili kulturebi:citrusebi,dafna.
tye gaSlilia 520 ha farTobze,mcenareuli safari ZiriTadad warmodgenilia  saxeobebiT:wifela, rcxila, Txmela, Wadari, xolo cxovelTa samyaro _ mela, tura, mgeli, nutria, maCvi, kurdReli.
xamisquris Temi mdidaria kir-qviT, romlisganac awarmoben awarmoben RorRs,saSen bloks.mopovebaze gacemulia licenzia, xolo maragi jerjerobiT Seufasebelia.


                                   3.   ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ. 

                                                                                    I   ვერსია


სოფელი ხამისქური 1932 წლამდე ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ  ხამისქურში.ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები, ასე მაგალითად: სოფელ ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმში ხელნაწერთა განყოფილებაში.
ხამისქურის ტოპონიმი  ასეთია ს.ხამისქურის ტერეტორიაზე მდებარეობს ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს) რომელიც თურქების მიერ უნდა ყოფილიყო აშენებული. ზოგიერთი ისტორიულ ცნობის მიხედვით ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული სადაც თურქები გამაგრებულან  XVII ს-ში.
თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს, დადევნებია მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.„ხანის ქური“ ანუ ხანის  მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა იმ ადგილას, სადაც ნაკვალევი დაიკარგა „ხანის ქური“ უწოდეს, შემდეგში ამოვარდა „ნ“ და გახდა „მ“ -სოფელს ეწოდა ხამისქური.

                                                                                         II   ვერსია


ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური. ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე  (ქამი+შვილი+არის).თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდითგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჯიშვილი ყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია რომ იაფეტი ევროპელთა წინაპარია - სემი ებრაული წარმოშობის ხალხია, ხოლო ქამი შავკანიანთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრებისა, ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია. სემი მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსულია და მომავალი. როგორც ეტყობა ურთის მთის შემოგარენში თავმოყრილია უძველესი სჯულის მსახურთა უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ნოესადმი მიძღვნილი მთაა.ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში. ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტური, დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაშ. (მცხეთა - მეორე ხეთა ანუ მირონცხებული ხეთა)




                                   4.  სოფლის ისტორიული წარსული


სოფელი ხამისქური 1932 წლამდე ხეთის თემში შედიოდა.1932 წლიდან კი ის გამოეყო ხეთის თემს და ცალკე სოფლის სტატუსი მიიღო.
ერთ-ერთი ისტორიული პერიოდი სოფლისა იყო სოფელში მცხოვრებთა“გაკულაკება“.“გაკულაკებას“ბევრი შეეწირა სოფლის მცხოვრებთაგან.იპოლიტე მიქავა,ოთარ ფარცვანია,კობახიძეები და სხვა.იპოლიტე მიქავა ბოლშევიკებს მხოლოდ იმიტომ გაუკულაკებიათ რომ სახლში წყლის წისქვილი და აბანო ჰქონია.სწორედ აღნიშნული პიროვნების დამსახურებაა სოფლის ელექტრიფიკაცია.პრველად 1929 წელს სოფლის მცხოვრები ამირან კობახიძე შევიდა კოლექტივში და გადასცა თავისი მიწები,სკამები,კედლის სარკე,სპილოს ძვლის საანგარიშო,უღელი კამეჩი,ცხენი,გუთანი.ეს ყველაფერი გადაეცა ხეთის საბჭოს თავმჯდომარეს მიხა ჯგერენაიას.ავადმოსაგონარი 1937 წელი გადაასახლეს ვარლამ კობახიძე რომელსაც თავის სახლში დაწყებითი სკოლა გაუხსნია.ის ხელფასის სახით მასწავლებლებს საკუთარი ჯიბის ფულს უხდიდა.მასწავლებლები:(ვარლამ ნაჭყებია,ნინა ხომერუზი).გადაასახლეს ნალანგერის ეკლესიში მოღვაწე მღვდელი თეოდორე ქირია რომელმაც გახსნა საქირიო დაწყებითი სკოლა.1929 წელს სოფელში შეიქმნა კოლმეურნეობა რომელსაც ჟდანოვის სახელი მიანიჭეს და ის 1991 წლამდე ფუნქციონირებდა სოფელში (თავმჯდომარე სილოვან ქირია).1991 წელს მოხდა კოლმეურნეობის დაშლა რადგანაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ მისი გადმონაშთები ყველგან არსებობა შეწყვიტა.




                               5. ისტორიული ძეგლები:

                                            ნაბერაყუ


„ნაბერაყუ” ურთის მთაზე,სოფელ ხამისქურის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით,“ჯეგეთიდან“ კი ჩრდილო დასავლეთით 2-3 კილომეტრში არსებულ მთის წვერს ეწოდება.აქედან ხელის გულივით მოჩანს კოლხეთის დაბლობი,იგი ჯეგეთის მთაზე ოდნავ დაბალია.რამდენიმე წლის წინ ეს ადგილი წიფლისა და რცხილის ხეებით ყოფილა დაფარული,ახლა კი უდაბნოსავით მოტიტვლებულია,ხეები პირწმინდად გაუჩეხავთ,მალე ეს ძეგლი ეკალ-ღიჭითა და ჯაგნარით დაიფარება.
  ძეგლს 3000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია უკავია,როცა მას ადამიანი ნახავს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს ნაგებობისთვის შემკვრელი მასა რაღაც ჯადოსნურ ძალას ერთბაშად გამოუცლია და თავისი დროის გრანდიოზული ნაგებობა თვალის დახამხამებაში დაშლილა.ირგვლივ მდებარე ფერდობები საგანგებოდ შერჩეული კირქვებით არის დატერასებული,მასში ჩვენი წინაპრების უზარმაზარი  ძალისხმევა და შრომაა ჩადებული.რევაზ პაპუაშვილმა შენიშნა,რომ მსგავსი სამუშაოების ჩატარება მხოლოდ უძლიერესი საზელმწიფოებრივი სისტემის პირობებში იყო შესაძლებელი.
  ძეგლის დათარიღება სათანადო სამეცნიერო კვლევის გარეშე შეუძლებელია.




                     „ჯეგეთა“- წმ.  გიორგის სალოცავი


სალოცავი მდებარეობს ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ,ეს ადგილი კარგად მოჩანს ხეთის ციხიდან,იგი მის პირდაპირაა აღმართული.                            ი.ყიფშიძის განმარტებით „ჯეგე“ წმინდას ნიშნავს,კ.სამუშიას მიხედვით კი „ჯეგე“სიტყვა „წმინდანის“სინონიმია,ხოლო „ჯეგე-თა“სუფიქსით წარმოებული გეოგრაფიული სახელია და წმინდანთა სამყოფ ადგილს ნიშნავს.ცნობილი მკვლევარი პ.ცხადაია კი ამბობს რომ:“ქართველური ოიკონიმური სისტემა ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.უძველეს ფენას ქმნიან-თ(თა),-ის(მეგრულში-იში),-ევ ბოლოკიდურიანი ტოპონომები“.მასვე „თა“სუფიქსი მიაჩნია სახელის მრავლობითი რიცხვის ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოებად,რომელმაც დროთა განმავლობაში ადგილის სახელთა წარმოების ფუნქციაც შეითვისა .                                                                                                       „ჯეგეთა“არქიტექტურული კომპლექსია იგი შედგება :წმ.გიორგის სახელობის პატარა სამლოცველოსგან პალატასა და გალავნის ნაშთებისგან .სამლოცველოს სახურავი მთლიანად ,ხოლო კედლები ნაწილობრივ დანგრეულია მისი ზომებია 3.50x7 მ-ზე.კედლის სისქე 70 სანტიმეტრია.ადრე აქ,ვიდრე 1614 წლის მიწისძვრა მოხდებოდა დიდი ეკლესია მდგარა,მიქისძვრის შემდეგ კი სამლოცველო აუგიათ,ამას ადასტურებს ის,რომ ნაგებობაში ბევრგან არის ჩატანებული კარნიზის თლილი ქვები.სამლოცველოს დასავლეთ კედელში ჩატანებული ყოფილა წარწერებიანი ქვა,რომელიც ამჟამად ზუგდიდის მუზეუმში ინახება.პარმენ ზაქარიას წარწერა ასე ამოუკითხავს :“აჰა ესერა ზედამხედველმან და გამგებელმან ყოველთამან წყალობა მისი რისხვად შესცვალა და მოავლინა ძვრა საშინელი სრულიად ერთ წელიწადსა დაიქცა საყდარი და შენობაი.ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ცაიშელ-ჯუმათელ მამამთავარმან გურიელის შვილმან პატრონმან მალაქია მივყავი ხელი აღშენებად საყდარსა ამას და აღვაშენეთ ბრძანებითა დადიანისა პატრონისა ლეონისათა და ბიძის მისისა ლიპარტიანისა პატრონისა გიორგისასა და მეაბჯრეთ უხუცესობისა მერამ და კაცია“...                                 ურთის მთა მდიდარია მღვიმეებითა და გამოქვაბულებით ისინი მეცნიერების მიერ შესწავლას მოითხოვენ,რადგან ცნობილი მკვლევარის ბ.გოგოლიშვილის მიერ შედგენილი კოლხეთის არქეოლოგიური რუკა.  სამლოცველოდან ჩრდილო დასავლეთით  20-მდე მეტრში დგას პალატი მისი ზომებია 7x8 მეტრზე,შედგება ორი სენაკისაგან მარჯვენა ეყრდნობა ნახევარწლიულ,ხოლო მარცხენა ორ ისრულ თაღს.ზედა სართული დანგრეულია.ნაგებია საკმაოდ დიდი დიდი ზომის კირქვის კვადრებით.საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე „ჯეგეთის“სამლოცველო მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო აქ ამოსვლა ყველას ეკრძალებოდა და თუ ვინმე ამ მიდამოებში მოხვდებოდა აქედან ხმელი ტოტის წაღებასაც კი ვერ გაბედავდა.“ჯეგეთის“წმ.გიორგის ხატი სოფელ ხამისქურში „ნაწარუს“წმ.გიორგის სახელობის სამრევლო ეკლესიაში ყოფილა დასვენებული.წელიწადში მხოლოდ ერთხელ 23 აპრილს,გიორგობას ხალხი „ჯეგეთაში“ღამისთევით სალოცავად მიდიოდა,წინ სამღვდელონი ჯვარი და წმ.გიორგის ხატი მიუძღოდათ რომელსაც კუკავას გვარის წარმომადგენლები აასვენებდნენ,რადგან „ჯეგეთის“წმ.გიორგის ხატის მსახურება ამ გვარის ვალდებულება იყო.“ჯეგეთის“წმ.გიორგის ხატი საბჭოთა ხელისუფლებამ 1923 წელს ზუგდიდის მუზეუმს ჩააბარა.




                                         ხეთის (ქორთოძეების, ქორთუების) ციხე
                                                      
                                            ციხე-სიმაგრე-ჯიხა


ციხე-სიმაგრე სოფელ ხამისქურში,ხეთა-ხამისქურის საზღვარზე,სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს საქირიოს უბანში მდებარეობს.ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითმოჩანს „ჯეგეთის“მთა.ის ფორმით მრგვალია,ზომითსაკმაოდ დიდიმისი შიდა ეზოს ფართობი არანაკლებ 4 ათასი კვ.მეტრია.გალავანს შიგნიდან მიშენებული აქვს სამი დიდი ოთხკუთხა კოშკი,რომელთაგან ერთი ძლიერ დაზიანებულია.ციხისა და კოშკის სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს,მათი ზედა ნაწილი „წაკვეთილია“ციხეს შემოსასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს.საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ციხის ეზო დაფნის პლანტაციად იყო გადაქცეული.xx საუკუნის 90-იან წლებში სოფლის ახალგაზრდობამ დიდი შრომის შედეგად ამოძირკვა დაფნის ბოლქვები და ეზო დაასუფთავა.2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოავლინა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:ხელმძღვანელი-ომარ კილაძე და სხვა.
ხეთის ციხის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია,ის სამეგრელოს თავდაცვითი სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი უნდა ყოფილიყო.ისტორიული წყაროები არაფერს ამბობს ხეთის ციხის აშენების თარიღის შესახებ ამიტომ ეს თემა საკამათოა.იგი მეცნიერთა აზრით 17 საუკუნემდე უნდა აშენებულიყო 1611-1657 წლებში სამეგრელოში ლევან მეორე დადიანი მთავრობდამისი მოღვაწეობის ყველა დეტალი ცნობილია მას ხეთის ციხე  არ აუშენებია.ცნობილია რომ ჩვენი წინაპრები ციხე სიმაგრეებს სტრატეგიულ ადგილებში აშენებდნენ ძირითადად გზაჯვარედინზე ციხეს მტრისთვის გზა უნდა ჩაეკეტა,ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დაეცვა.ხეთის ციხის ირგვლივ,საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლია კოლხურით დაწყებული და ფეოდალური ეპოქით დამთავრებული.ჩვენში ძალიან ხშირად გვიანდელი ადრინდელის ბუნებრივის გაგრძელებას წარმოადგენს ანუ გვიანდელი ადრინდელზეა დაყენებული.არ არი გამორიცხული,რომ ციხის ადგილას ძველად გამაგრებული კოლხური დასახლება ყოფილიყო,რომელიც ჟამტა შესაფერისად იცვლიდა ფორმას და საბოლოო სახე ფეოდალური ხანში მიიღო.მიუხედავად ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებისა ციხის აშენების თარიღის მისი ძირითადი მიზნისა და დანიშნულების დადგენა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი,როდესაც მეცნიერები-არქეოლოგები,არქიტექტორები დეტალურად შეისწავლიან ციხესა და მის შემოგარენს.


                                                   მისარონფერდი


ეს ადგილი სოფელ ხამისქურში „საფარცვანიოს“უბანში,ვენერა ფარცვანიას სახლთან მდებარეობს.ფერდობს ქვემოთ საკმაოდ მოზრდილი ღელე მოედინება.  „მისარონის“ან „ჯეგე-მისარის“სალოცავი სამეგრელოში სპეციალისტების მიერ ბევრ ადგილას არის ფიქსირებული.ცნობილი მკვლევარის ს. მაკალათიას მიხედვით „მირსობის“ხატობა აღინიშნებოდა ყველიერის დადგომამდე ორი კვირით ადრე,ხუთშაბათ დღეს.“ჯეგე-მისარის“სინათლის,ნათლის ღვთაება იყო,შემდგომ მისი ადგილი წმინდა გიორგიმ დაიკავა. ხამისქურის“მისარონფერდის“შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით,აქ სალოცავი მდგარა,სადაც დასვენებული ყოფილა ფარცვანიების გვარის „ჯინჯი“(ძირი,მთავარი)ხატი წმინდა მთავარანგელოზებისა,სალოცავი თათრებს დაუნგრევიათ და ხათიც გაუტაცნიათ. არქეოლოგიური ექსპედიციის მიხედვით აღმოჩენილ იქნა გალავნის საძირკვლის საკმაოდ გრძელი ნაშთები,აკრეფილ იქნა თიხისა და კრამიტის ჭურჭლის ფრაგმენტები,მათ შორის 1-5 საუკუნეებისა .ბატონ რევაზ პაპუაშვილის ვარაუდით ეს ადგილი ქალაქურ ტიპს მიახლოებული დასახლება უნდა ყოფილიყო.  ძეგლი საჭიროებს კომპლექსურ მეცნიერულ შესწავლას.


    5.  eTnografia


samegrelo momdinareobs istoriul egrisis saxelidan egrisi “m-egr-eli”sa_megrelo.samegrelo pirvelad qarTul wyaroebSi XII-s Sia naxsenebi.egrisi Tavdapirvelad mTel dasavleT saqarTvelosTan iyo gaigivebuli.qarTuli wyaroebiT samegrelos meorenairad odiSic ewodeboda.samegrelo(odiSi)es antikuri wyaroebis”kolxeTi”da bizntiuri wyaroebis “lazikea”XIII-XIV ss-Si “samegrelos”ukve viwro mniSvneloba aqvs da aRniSnavs qarTvelebis eTnografiuli jgufiT-megrelebiT dasaxlebul mxares mdinareebis fsircxasa da (anakofiis wyali) da cxeniswyals Soris.gvian Sua saukuneebSi es teritoria samTavrod Camoyalibda.XVII s –is pirvel naxevarSi afxaz feodalTa moZalebis Sedegad samegrelos sazRvarma mdinare kelasuraze gadainacvla.XVIII s –is dasawyisSi ki mdinare RaliZgaze.
samegrelos teritoriaze mcxovreb megrelTa eTnografiuli jgufi antikur wyaroebSi moxseniebuli kolxebis uSualo memkvidreebi arian.saSualo saukuneebis adreuli periodis ucxour wyaroebSi ki is lazikad iwodeboda (qarTuli egrisi).782 wels leon  afxazTa mTavarma isargebla bizantiis xelisuflebis dauZlurebiT,xazarebis daxmarebiT daiWira mTeli egrisi lixis qedamde da Tavi gamoacxada afxazTa mefed.eTnikuri SedgenilobiT da feodaluri kulturis TvalsazrisiT es iyo qarTuli saxelmwifo romlis dedaqalaqic quTaisi gaxda
miuxedavad imisa,rom megrelebs,iseve rogorc svanebs Tavisi salaparako ena aqvT,isini erovnebiT qrTvelebi arian.maTTvis saxelmwifo saRvTismetyvelo da samwerlobo ena yovelTvis qarTuli iyo.samegrelos samTavros gancalkevebis drosac samegrelos mTavrebis-dadianebis karze yvela sabuTi da dokumenti qarTul enaze dgeboda.maSin gadaweres samegreloSi”qarTlis cxovreba”da qarTuli literaturis Zeglebi .maT Soris “vefxistyaosani” samegrelos eklesia-monastrebi ki qarTuli warwerebiTaa damSvenebuli..
ჩვენს სოფელში ისევე როგორც მთელ სამეგრელოს ოჯახებში მეგრულად საუბრობდნენ.ადრე იყო მცდელობა მეგრულ ენაზე შექმნილიყო დამწერლობა ამას წინ აღუდგა ისეთი დიდი პიროვნება როგორიც იყო კონსტანტინე გამსახურდია.უკვე ბევრ ოჯახში შვილებს ქართულად ელაპარაკებიან რითაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ქართული და მეგრული ენების ერთიანობას.
samegrelo dawinaurebuli meurneobis “qveyana”iyo.wamyvani dargi iyo miwaTmoqmedeba.Tavdapirvelad marcvleuli kulturebidan primati Romis kulturas hqonda,romelic XVIII saukunis Sua xanebidan simindma Secvala.samegrelos zogierT adgilSi Zvelad puric “pita qobali “(orfxiani)iTeseboda da “SankiT”mkdnen.samegreloSi mohyavdaT agreTve brinji,fetvi mcire raodenobiT xorbali.ganviTarebuli iyo mevenaxeoba gansakuTrebiT ojaleSi. dRes samegreloSi miTumetes Cvens sofelSi wamyvani adgili ukavia erTwlian kulturas siminds ,romlisgan xarSaven Roms.mravalwliani nargavebidan:dafna da citrusebi da mecxoveleoba.Cvens sofelSi dResac grZeldeba tradiciuli saxeobis”sulgunis”damzadeba,romelsac cxel RomSi CaxarSaven.tradiciulia elarji,WviStari da gebJalia (pitniani yveli). 



                                                     პიერ კობახიძე


ხობის რაიონ სოფელ ხამისქურში 1984 წლის თებერვალში ქართველ სახალხო არტისტს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს,მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის პიერ კობახიძის პატივსაცემად კულტურის სამინისტროს ინიციატივით მშობლიურ სოფელში აშენდა სახლ-მუზეუმი რომელმაც არაერთხელ უმასპინძლა თბილისიდან ჩამოსულ მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობებს:კოტე მახარაძეს,სოფიკო ჭიაურელს,მურმან ჯინორიას,ოთარ მეღვინეთუხუცესს და სხვა ცნობილ ხელოვნების მუშაკებს.
2007 წელს რაიონმა პატივი მიაგო პიერ კობახიძის ხსოვნას და დაბადებიდან 100 წლის იუბილე გადაუხადა.
დღეს პ.კობახიძის სახლ-მუზეუმში შესახლებულია სოციალურად დაუცველი ოჯახი.სახლ-მუზეუმი საჭიროებს რეაბილიტაციას. 




                                           ფოლკლორი



 ჩვენს  სოფელში ფოლკლორს დიდი ხნის ისტორია აქვს. სოფელი ხეთის თემში შედიოდა 1932 წლამდე.პირველად 1930 წელს შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი:მარგალიტა ვართაგავას,რაჟდენ ხვიჩიას,ვლადიმერ ნაჭყებიას,თამარ და კაკო კანკიების შემადგენლობით.გუნდის ხელმძღვანელი იყო ვლადიმერ ნაჭყებია.
პირველი კონცერტი ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.ინმორმაცია მასზე მოგვაწოდა ჩვენი სკოლის ყოფილმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა 95 წლის ქალბატონმა ნათელა კობახიძემ.იგი ბავშვობაში თურმე მონაწილეობდა ვლადიმერ ნაჭყებიას მიერ დადგმულ სპექტაკლში:“იავნანამ რა ჰქმნა“?რომელშიც ქეთოს როლს ნათელა კობახიძე ასრულებდა.
ვ.ნაჭყებია თურმე დიდ ყურადღებას აქცევდა მეტყველების დეკლამაციის უნარს.ერთხელ გავთამამდი წარმოდგენის დროს და წამღერებაც გავბედეო-იხსენებს ნ.კობახიძე.მაგრამ ვლადიმერმა ხმადაბლა დაყვავებით შენიშნა:შენ დეკლამაციას მიხედე,სწორად იმეტყველე,სიმღერა შენი საქმე არ არისო.(ნუ ღირღინუნქია)უთქვამს ვ.ნაჭყებიას,რაც ქართულად ნიშნავს ნუ ღრიტინებო.
დღეს სოფელში ფოლკლორული გუნდი არ არსებობს.მხოლოდ ჩვენი სოფლის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სკოლის მუსიკის მასწავლებელმა თეა ბაჩილავამ მამა ცოტნეს კურთხევით შეგვარჩია  და შექმნა მგალობელთა გუნდი 1.ილონა ბუკია 2.კუკავა ლალი 3.კუკავა მონიკას შემადგენლობით და ყოველ შაბათ დილით სსრულდება ქართული საგალობლები. 

                                       

                                     6.   დღესასწაულები და ადათ- წესები




სოფლის დღესასწაულები და ხალხური გართობა-სანახაობა როგორც სამეგრელოს რეგიონის კულტურული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არეკლილია გარდასულ დროტა პოლიტიკურ, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისა. დრო მიჰქრის  ელვის სისწრაფით, თავიდან იცილებს ძველი ცხოვრების ადათ-წესებს. ამკვიდრებს ახალს-დღევანდელი ცხოვრების ნაკარნახევს.
                                                        
სამეგრელოში და მათ შორის ჩვენს სოფელში საახალწლოდ იცოდნენ ჩიჩილაკის დამზადება. ჩიჩილაკს თხილის ხისაგან ამზადებენ ჩვეულებრივ ის ერთ-ორი მეტრის სიმაღლე უნდა ყოფილიყო. „ჩიჩილაკის“ სილამაზე იყო მისი თეთრი და გრძელი ხუჭუჭა წილამიერები რომელსაც ბასილის წვერს უწოდებდნენ. სამეგრელოში ქრისტიანობის ოდითგანვე გავრცელების მიუხედავად, ბევრი ძველქარული წარმართული ელემენტი შემორჩა. სამეგრელოს ყოფაში, რომელიც მკვიდრთა ცხოვრების ამსახველია, ვხვდებით არქაულ რიტუალებს, კულტებს, მითებს, საკრალურ და თაყვანისცემის ობიექტებს. ამ თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული იყო ღვთაება „ჟინი ანთარის“ რიტუალი. ვარაუდობენ, რომ „ჟინი ანთარი“ ძველხალხურ ცის ღვთაებას წარმოადგენდა.
წინათ სამეგრელოში ყველაზე ძლიერ სალოცავად ითვლებოდა სამურზაყანოში ოჩამჩირიდან 3
კმ_ში არსებული „ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც მეგრელებთან ერთად ქრისტიანი აფხაზებიც ლოცულობდნენ.
ეთნოისტორიული თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ხალხის რწმენით ილორის წმინდა გიორგი და სვანეთის ლატალისა და ლენჯერის ჯგრაგები (წმ.გიორგი) ძმები იყვნენ.
სამეგრელოში განსაკუთრებით ჩვენს სოფელში იცოდნენ და დღესაც იციან მიცვალებულის პატივისცემა-ქელეხი  და საქორწინო წეს-ჩვეულებები.მიცვალებულებს გასვენების დღეს სპეციალურად გაკეთებულ თხმლის ტოტებისგან გაკეთებულ სეფაში ასვენებენ.სადაც დაიგება ხალიჩები და ხდება სეფის ყვავილებით მორთვა.მიცვალებულის გასვენების რიტუალი საღამოს 6-საათზე მზის ჩასვლამდე სრულდება.
ქელეხში მთელი დღის განმავლობაში ხდება მოსული სტუმრების პატივისცემა.
სოფელში 2006 წელს სოფლის მკვიდრმა გოგი ქირიამ ააგო ეკლესია,რომელსაც ხობისა და ფოთის მეუფე გრიგოლმა მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელი მიანიჭა.ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული ხამისქურელებისათვის არის 21 სექტემბერი.ამ დღეს საზეიმო წირვა ტარდება ტაძარში.
ტაძარი დღესაც მოქმედებს,ტარდება წირვა შაბათობით და მწუხრის ლოცვა პარასკევს.
ყოველი წლის 9 მაისს ფაშისმზე გამარჯვების დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სრულიად ხობის რაიონი ეთნოგრაფიულ მუზეუმში მივდივართ
    ჩვენი სოფლის დღესასწაულები ტრადიციულია უძველესი დროიდან. ძირძველი მოსახლეობა მართავდა 6 მაისის გიორგობის დღესასწაულს. ღამით 5 მაისს ადიოდნენ სანთლებით, წინ მიუძღოდათ „ჯეგეთის“  წმინდა გიორგის ხატი და ჯვარი,  რომელსაც  კუკავას გვარის წარმომადგენლები აასვენებდნენ, რადგან „ჯეგეთის“ წმინდა გიორგის ხატის მსახურება ამ გვარის ვალდებულება იყო. მლოცველები წირავდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ნაჭედ ბოძლებს. აგრეთვე 3-4 მეტრი სიგრძის იფნის, ცაცხვის ან ფიჭვის სწორ ლატანს, რომელსაც ძირი წაწვეტებული ჰქონდა,  მას ფერადი საღებავებით ააჭრელებდნენ და შეამკობდნენ სანთლებით.  თუ ბევრი ბოძალი შეგროვდებოდა მაშინ ხალხი ფიქრობდა რომ იმ წელიწადს უხვი მოსავალი იქნებოდა.
სოფელში შემორჩენილია წარმართული დღესასწაულები ჭიაკოკონობა რომელიც იმართება მარიამობის წინა ღამეს.ხალხი ამ დღესასწაულს პირობითად „კუდიანების ღამეს“უწოდებს.ყველა უბანში ინთება დიდი ცეცხლი რითაც ხალხის აზრით ხდება ეშმაკების დაფრთხობა.ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიცია რის მიხედვით ბავშვებს თმის ძირში უმაგრებენ თაფლის სანთლის ნატეხს  რაც ბავშვის იმ ღაამით ავი სულებისგან იცავს.
შობის ღამეს იმართება ალილო მეალილოები გადაცმულად დადიან კარდაკარ და ყველა ოჯახს ამ ლექსით ულოცავენ შობის დადგომას:

                                  „ახალ წანას მიგახვამანქ,
                                   ღორონთქ გოითანუას
                                    ჯარს მითინი ქორუნსიდა
                                    აშო ქორჭარაფუდას.“

მეგრულიდან ქართულად:

                                  „ ახალ წელს მოგილოცავთ
                                     ღმერთმა გაგითენოთ
                                     თუ ვინმე ჯარში გყავს
                                    გღირსებოდეს დაბრუნება.“
სიმღერის დამთავრების შემდეგ მეალილოები მასპინძელს შეჰყავს სახლში, უმასპინძლდება და ჩუქნის ფულს,  მოსახლეობის რწმენით, ვის ოჯახშიც მივლენ მათ მთელი წელი კარგად წაუვათ საქმე.
 ასევე იცავენ ძველ მეგრულ ტრადიციას „კუჩხას“ ანუ ფეხობას, რომელიც აღინიშნება ძველით ახალი წლის მეორე დღეს - 15 იანვარს. ოჯახის უფროსი წინა ღამით ხონჩაზე აწყობს სუროს ფოთლებს, თხილის ყვავილებს, თეფშით ღერღილს, ხურდა ფულს, წყალს, კვერცხს - თითოეულს აქვს თავისი მნიშვნელობა.
სუროს ფოთლები - სიცოცხლეს ნიშნავს, თხილის ყვავილები უხვ მოსავალს , ღერღილი - ადამიანის, საქონლისა და ფრინველის სიმრავლეს, ფული - ყოფითი პირობების გაუმჯობესებას,  წყალი - ღვთის წყალობას, კვერცხი - ნაყოფიერებას.  ვინც „მაკუჩხურია“ იგი იმ დღეს სახლიდან არ გადის, რადგან ოჯახის წევრი იმ წელს მოხეტიალე არ გახდეს , თვალი არ ეცეს, ქათამი და საქონელი რომ არ დაიკარგოს. სახლიც მთელი დღე არ დაიგვება, ვინაიდან ცოცხს არ გაყვეს მთელი წლის მოსალოდნელი ბარაქა.
 მოსაზღვრე სოფელ ხეთაში მდებარეობს უძველესი მიქაელ და გაბრიელის მთავარანგელოზთა ტაძარი,  აღდგომის  შემდგომ ორშაბათს იმართება დღესასწაული „მიქამგარიობა“. ხალხი ჩამოდის არა  მარტო სამეგრელოდან, არამედ სხვა კუთხეებიდანაც.მოსახლეობა შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვს უფალს.
იმ დღეს ჩვენს სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა დილიდან ადის ტაძარში და ანთებს სანთლებს. წარმართული ტრადიციის მიხედვით იკრძალება მიწის დამუშავება, ძაფისა და ნემსის გამოყენება, ლურსმნის დაჭედვა.
წარმართული ტრადიცია დღესაც გრძელდება სოფელში...
ძველ დროს ჩვენს სოფელში, როცა წვიმა არ მოვიდოდა და გვალვები დიდხანს გრძელდებოდა ის მოსავალს საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობა შეიკრიბებოდა და მიდიოდნენ მდინარესთან ხატით. ეს იყო წვიმის მოყვანის რიტუალი, რომელსაც „ხატის დაბანვა“ ერქვა. ხატს წყალში ასველებდნენ, თვითონაც წყალში შედიოდნენ ხელაპყრობილნი წვიმის ღმერთის „ელიას“ სთხოვდნენ წვიმის წამოსვლას და მოსავლის გადარჩენას.შეკერილ თოჯინას წყალში აგდებდნენ და მოთქვამდნენ, თითქოს ადამიანები იხრჩობოდნენ.
 ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ქალბატონმა ქვათია კაკულიამ. დღეს „ხატის დაბანვის“ ტრადიცია დავიწყებულია.
ხამისქურელების ცხოვრებაში განსაკუთრებული სასიამოვნო პერიოდი ყოფილა „ჯარობია“ ანუ სოფლის თავშეყრა. სოფლელები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ, იკერავდნენ ახალ ტანსაცმელს, ხდებოდა დასაქორწინებლების ურთიერთნახვა ანუ „გინოძირაფა“ იმართებოდა, „მარულა“ - ცხენის ჯირითი, ცეკვა, მეგობრული სიმღერების. აუცილებელი იყო გასათხოვარ გოგოს სცოდნოდა ფანდურზე ან ჩონგურზე დაკვრა და ცეკვა - სიმღერა.
გასათხოვარ გოგოს აუცილებელი იყო ჰქონოდა დიდი თმები, რომელიც აუცილებლად დაწნული უნდა ყოფილიყო. ამ თვისებებით შემკული ქალიშვილი მთხოვნელების მოწონებას იმსახურებდა.ამ ტრადიციებზე ინფორმაცია მოგვაწოდა სოფლის უხუცესმა 88 წლის ქალბატონმა ჭიჭი ფარცვანიამ. დღეს ეს ტრადიცია დავიწყებულია.
სოფელში შემორჩენილია შელოცვის ადათ-წესები. მის მიხედვით შესალოცი სიტყვები მხოლოდ შემლოცველს უნდა სცოდნოდა და არ უნდა წარმოეთქვა ხმამაღლა, რომ არ გაეგო გვერდზე მდგომს. და თანაც მისი შესწავლა ხდება მხოლოდ ერთ ოჯახის წევრზე, რომელსაც „მჭრელი ენა“ ჰქონდა და თანაც სიკვდილის წინ, რომ შელოცვის ძალა და სიტყვები არ წაეღო იმ ქვეყნად.
სოფელში ყველამ იცოდა აწ. განსვენებული ნორა კუკავა-ქირიას შელოცვის მაგიური ძალის შესახებ, რომელიც ქვეწარმავლების ნაკბენს შელოცვით არჩენდა.
აიღებდა ნახევარ კილოიან ქილას, ჩაასხამდა წყალს და ჩადებდა თხილისა  და მსხლის ტოტებს და იწყებდა შელოცვას:
                                         „შაბ შაბია
                                          შაბ გვერშაპია
                                          სუმი ჯინჯი ლაკარტია
                                          სუმი ჯინჯი ლაკარტია
                                          ერზო ფორზო
                                          წყარი მეურსი კვარწახია
                                          გვერს მეტახუნს ოჭიშის
                                          ფუი თაშ გაქარია“

აჭყვადილის (წელის ან კისრის გაკავება) შელოცვა აწ გარდაცვლილ ტურნა ქირიას ეკუთვნის:
                                               „იოსელია, მასელია, მათე, მარკოზი დო მარია
                                                ადამ სკუას წელი ან კისერი ჭყვადუ
                                                ვუშველა თუ ვარია
                                                მემჭიშე დო მა ვუშველე
                                                ვარა ქრისტე ღორონთია“

შელოცვისა იღებდა შავტარიან დანას და შავ ნახშირს, შეუბერავდა ნახშირს სულს, მიადებდა შავტარიან დანას მტკივნეულ ადგილას და შეულოცავდა.
    „ნათოლე“ - გათვალვა
     გათვალვის დროს ასე ულოცავდა:

                                                   „ავითაო თავითაო, თავი დაწერილითაო
                                                    მითაო ნათელნაღებისაო
                                                    უბადო შურით, უბადო გურით
                                                    ჩქიმ (სახელს წარმოსთქვამდა) ენაჯინასი
                                                    შურშე გურშე ქუა რგილი ქარაგვინე
                                                    გამწარებულ სი ქუდარინე“

შელოცვის ადათ-წესი ეხლაც გრძელდება სოფელში...
ოღონდ მას აგრძელებენ ოჯახის წევრები.

   7. socialur-ekonomikuri mdgomareoba

 dRes sofelSi funqcionirebs 3 mini marketi da 4 saamqro (dafnis damfasoebeli da sasaflaos qvebis damamzadebeli)
ekonomikis ZiriTadi dargia soflis meurneoba.memcenareobaSi ZiriTadi gavrcelebuli kulturebia:
1.   dafna, dasaqmebulia 45 adamiani, gaSenebulia 120 ha-ze, saSualo wliuri mosavali Seadgens 250 tonas, sarealizaciod gamoiyenba 100%, ZiriTadad iyideba adgilobriv ბაზარზე
2.   citrusi, , gaSenebulia 57 ha-ze, saSualo wliuri mosavali Seadgens 120 tonas, sarealizaciod gamoiyeneba 90%, ZiriTadad iyideba adgilobriv bazrebze, daaxloebiTi Semosavali Seadgens 60 aTas lars.
3.   simindi, gaSenebulia 300 ha-ze, saSualo wliuri mosavali Seadgens 70 aTas tonas, sarealizaciod gamoiyeneba 20% ZiriTadad iyideba adgilobriv bazrebze, daaxloebiTi Semosavali Seadgens 700 aTas lars.                       

Mmewarmeobidan mosaxleobis Semosavlebis sxva wyaros warmoadgens
1.   mefutkreoba, dasaqmebulia 30 adamiani adamiani, 233 ska,produqtebis realizacia ZiriTadad xdeba adgilobriv bazrebze, daaxloebiTi Semosavali Seadgens 38 aTas lars.
2.   dafnis saamqroebi, dasaqmebulia 50 adamiani. 
3.   qvis karieri, dasaqmebuli 40 adamiani.

ekonomikaSi gamokveTilia soflis meurneobis ganviTareba.
socialurad daucveli ojaxebis monacemTa erTian bazaSi registrirebulTa raodenoba teritoriul erTeulSi Seadgens 61 ojaxs. (167 mosaxle, rac mTliani mosaxleobis 9,5%-ia). aqedan saarsebo Semweobis mimRebTa raodenobaa 42 ojaxi (140 mosaxle). maT mier daxmarebis saxiT miRebuli Tanxis odenoba 888 lars Seadgens.
xamisquris Temis teritoriaze gadis erovnuli mniSvnelobis gzis 4 kilometriani monakveTi, romelic mTlianad moasfaltebulia. Adgilobrivi mniSvnelobis gzis 40 kilometriani monakveTi moasfaltebuli ar aris. arsebuli  13 xid-bogiridan gamarTulad funqcionirebs 11, avtotransportiT moZraoba  SeuZlebelia 2-ze. mosaxleobas emsaxureba mikroavtobusi marSutze xamisquri _ xobi, xamisquri _ zugdidi yoveldRe. mosaxleobis 20% -s sakuTrebaSi gaaCnia satransporto saSualeba.
eleqtroenergiiT uzrunvelyofa xorcieldeba energo-pro jorjias mier.gamricxvlianebuli ar aris, eleqtroenergiis saSualo wliuri moxmareba Seadgens 540 aTas kilovats,teritoriaze arsebuli eleqtroqselebis sigrZe 50 km-s Seadgens,maTgan reabilitirebulia 4% (2 km.)
gaTbobisa da sakvebis dasamzadeblad mosaxloba ZiriTadad iyenebs SeSas. Bunebrivi airis magistrali dagegmilia 2013 wels.SeSis saSualo moxmareba Seadgens 4800 kubur metrs.
wyalmomarageba  ZiriTadad xorcieldeba Semdegi wyaroebidan:
1.avzebi bunebrivi TviTdinebiT_ momxmarebelTa 60%;
2.arteriuli Webi_ momxmarebelTa 40%
sazogadoebrivi daniSnulebis Senobebidan aRsaniSnavia ambulatoria,romlis erT oTaxSi ganTavsebulia adgilobrivi mnicipalitetis administracia sajaro skolisa da sabavSvo baRis Senobebi,biblioTeka.skolaSi sportuli darbazi, ori didi da sami patara moedani.

              სოფელში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი



სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი






8. ეკოლოგიური პრობლემები სოფელში


ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჯერ კიდევ აქტუალური ძველი ცივილიზაციიდან მოდის. სპარტელების დევიზი ყოფილა „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.

მე შენ ..... და ჩვენ ეს არის მომავალი, რომელიც გვჭირდება უკეთესი მომავლისათვის, მას შეუძლია გააკეთოს რამე ახალი ან უბრალოდ გამოასწოროს ძველი...
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოების აუცილებელ პირობად მოიაზრება, ჯანსაღი გარემო გულისხმობს ფიზიკურ, გონებრივ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ სიჯანსაღეს.ჯანმრთელობა შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„ ჩვენი ბედნიერების 9/4 ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, ჯანმრთელობა ისე გადაწონის ყველა სიკეთეს, რომ ჭეშმარიტად ჯანმრთელი მათხოვარი უფრო ბედნიერია ვიდრე ავადმყოფი მეფე.“
ვიყოთ ყველა ერთად ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი!


  ურთის მთებიდან დანახული კოლხეთის დაბლობი 


ულამაზესი სოფელი ხამისქური სამეგრელოს თვალწარმტაც რეგიონში ხობის რაიონში მდებარეობს. მას ამშვენებს ტყით დაფარული მთები და გორაკები, თვალუწვდენელი საყანე ველები, ხოლო ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილ ეკოსისტემას ამშვენებს ციტრუსები და დაფნის პლანტაციები.
მთებიდან საოცარი ხედი იშლება მწვანე ხალიჩებით დაფარული ველებისა. შორს ჰორიზონტზე კი მოჩანს შავი ზღვა.




   ეკოლოგიური პრობლემა - ესაა საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების, გარემოს დაცვისა და შენარჩუნების პრობლემა ათასწლეულების განმავლობაში ადამიანი მუდმივად ავითარებდა თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა მისი ბუნებაში ჩარევის მასშტაბები. სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ახლანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობა.
გარემომცველი ბუნება სერიოზულად „დაავადდა“. კატასტროფული მასშტაბები მიიღო ტყეების განადგურებამ მსოფლიოში. დედამიწაზე ყოველწლიურად 11 მლნ ჰა ტროპიკული ტყე, ყოველ საათში ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 700 ჰა ნაყოფიერი მიწა განიცდის გაუდაბნოებას.
 ბუნებრივი გარემოს შეცვლის შედეგად წარმოიქმნილმა გლობალურმა პროცესებმა მსოფლიოს ყველა რეგიონი და ქვეყანა მოიცვა, რადგან ეკოლოგიური პრობლემებისთვის არ არსებობს ცნება „ სახელმწიფო საზღვარი“. ისინი შეიძლება ლოკალური ან რეგიონულ დონეზე წარმოიქმნას მაგრამ მათი მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ გლობალურ დონეზე ფართო საერთაშორისო თანამშრომლობითა და ყველა ქვეყნის საერთო ძალისხმევის შედეგად არის შესაძლებელი.
  ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა  ქუჩაში,რკინიგზაზე და  სოფლის ღელეებში  დაყრილი ნაგვის გროვები და ნაგავსაყრელის არარსებობაა,რის გამოც არსებობს განსაკუთრებით ზაფხულში  ეპიდემიების წარმოშობის საფრთხეები,სოფლის ღელეები დაბინძურებულია,რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ნაგავს ყრის წყალში, რაც წყლის ეკოსისტემის განადგურებას იწვევს,ჩვენი სოფლის ღელეები  (სახალიკო,მახარჩალაია) ჯერ უერთდება მოხეტიალე მდინარე ჭურიას ეს უკანასკნელი კი შავ ზღვას,არსებობს შავი ზღვის ეკოსისტემის დაბინძურების საფრთხეები.ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ  ნარჩენები ძირითად ორგანულ მასას წარმოადგენდა,რომელსაც ბუნება კვლავ მისთვის სასარგებლო რესურსად გარდაქმნიდა .დღეს ეს  შემადგენლობა შეივსო ერთჯერადი გამოყენების პლასტიკურმა ბოთლებმა,პოლიეთილენის პარკებმა და ლითონის ქილებმა.ამ მასალის გამოყენება ბუნებას აღარ ხელეწიფება ამიტომ დიდი მოცულობის მყარი მასა გროვდება ჩემს საცხოვრებელ გარემოში და აბინძურებს მას.


ნაგვის ლპობადი მასა  შეიცავს ისეთ ნივთიერებებს,როგორიცაა მეთანი ,კარბონდიოქსიდი ,აზოტის მონიქსიდი CO2და სხვა.,მათი გაჟონვა ახლომდებარე ნიადაგის,მიწისქვეშა წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას იწვევს.დღეს გამოსავალი ნაგვის დაწვაში ვიპოვეთ,მაგრამ ეს სულაც არ არის გამოსავალი,რადგანაც პოლიეთილენის პარკების,ცელოფნების წვისას გამოყოფილი მავნე ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა ჰაერში და უფრო მეტად ბინძურდება ის. თავის დროზე პოლიეთილენის გამოყენება წარმოადგენდა უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯს.მისი  გამოყენება სამრეწველო და სამეურნეო მიზნით ზოგავდა  ბუნებრივ რესურსს,რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების თვალაზრისით.,მაგრამ მსოფლიო საზოგადოება მიხვდა რა ნეგატიურ გავლენას ახდენდა გარემოზე პოლიეთილენის ნარჩენები და განვითარებულმა ქვეყნებმა თანდათან უარი თქვეს მის გამოყენებაზე.


ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაყრილი ნაგავი წარმოადგენს ეპიდემიურ და ეკოლოგიურ  საფრთხეს სოფლის  მცხოვრებლებისათვის,დაახლოებით ვივარაუდეთ რომ ერთი 4 სულიანი ოჯახი წლის განმავლობაში ყრის დაახლოებით  1000კგ მაკულატურას,150კგპლასტმასას,7კგ ტანსაცმელსა  და ფეხსაცმელს , 1000ცალი თუნუქისა და მინის ქილას.
მიუხედავად სოფლის მოსახლეობის მრავალჯერადი გაფრთხილებისა ღელეების დაბინძურება მაინც გრძელდება,ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მრავალჯერ  გავწმინდეთ ღელეები ნაგვის ლპობადი ნარჩენები და პოლიეთილენის პარკებისაგან და წყლის სისუფთავის შენარჩუნების  მიზნით გავაკეთეთ წარწერა „ არ დაყაროთ ნაგავი“.ასევე დაბინძურებულია  რკინიგზა და ესტეტიკურად ულამაზოა ,გამვლელს თვალში ხვდება  პოლიეთილენის პარკები და  ლპობადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.



რა შეგვიძლია ჩვენ:

1.ნარჩენების დახარისხება (სეპარაცია) მისი ორგანულ სასუქად გადამუშავება-კომპოსტირება.
2.შევეცადოთ მოვიხმაროთ მრავალჯერადი გამოყენების  ქაღალდის ან მუყაოს პარკები.
3სოფლის მარკეტში დაიდგას სპეციალური ყუთები ხმარებიდან გამოსული ელემენტების შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით.
4პლასტიკური პარკების მეორადი გამოყენება მომგებიანია როგორც ეკოლოგიური ისე ეკონომიური თვალსაზრისით.
5.გადასამუშავებლად ჩავაბაროთ მინის ბოთლები და ქაღალდი.
რეციკლირება არის  ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე დადებითი ზემოქმედებისა .ის მნიშვნელოვანია,როგორც ბუნებრივი რესურსების დასაზოგად ,ასევე  ჩვენთვის,რადგან ჩვენს მიერ ნარჩენების წარმოქმნა ყოველწლიურად იზრდება და საჭიროა სწრაფი ზომების მიღება ნარჩენების  შემცირების მიზნით.რადგანაც ნაგავსაყრელზე ხდება სათბური გაზების წარმოქმნა და გამოყოფა-რეციკლირება ამცირებს გაზების გამოყოფა ს 
  ქალაქის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს ნაგვის   გატანა მათ  ნაგავსაყრელი მანქანები ესახურება ,რასაც მოკლებული ვართ სოფლის მოსახლეობა ,თუ სოფელს მოემსახურება დანიშნულ დროს ნაგავსაყრელი მანქანები,ამით სოფელში  ნაგვის გატანის პრობლემა მოგვარდება   და  მოსახლეობაში გამომუშვდება საკუთარი სოფლის სისუფთავის შენარჩუნების უნარი და ნაგავს ქუჩაში და რკინიგზაზე არ დაყრიან. საჭირო და აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება  ტრენინგები ნარჩენების მავნეობისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ,,რაც  მათ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში  დაეხმარება.
ჩვენი სოფელი  კოლხეთის დაბლობზე  ურთის მთის კალთაზე  მდებარეობს,მისი ფართობი 18,4 კვ.კმ ია. ტყის ფართობი 447ჰა -ს შეადგენს  .ტყე მდიდარია როგორც ფართოფოთლოვანი ისე წიწვიანი და ბუჩქოვანი მცენარეებით(მუხა,რცხილა,კოპიტი.-მეგრულად „ლანჯი“ ,იშვიათი სახეობა უთხოვარი ,ფიჭვი და კოლხური ბზა  ევკალიპტები,ნეკერჩხალი,ლაფანი,დაფნა,) ხოლო ადამიანმა ურთის მთაზე შეცვალა ბუნებრივი ეკოსისტემა ხელოვნურით და გააშენა: ციტრუსები,დაფნა  და კივის კულტურა.




ბოლო წლებში ადამიანის არასწორი სამეურნეო საქმიანობისა და ბუნებისადმი უსულგულო დამოკიდებულების გამო შემცირდა ურთის ტყის ფართობი(447ჰა დან 443ჰა შეადგინა) გაჩნდა ნატყევარი მდელოები,ბევრგან ეროზიული,მეწყერ და ზვავ საშიში ზონებია.


უმთავრესი პრობლემა ურთის ტყის  გაჩეხვა  დიდი  ხნის განმავლობაში იჩეხებოდა საუკუნოვანი მუხა, წიფელი  და გასაყიდად გაჰქონდათ  როგორც ადგილობრივ ასევე  სხვადასხვა რაიონში მცხოვრებლებს, პასუხს არავინ აგებდა . გაიჩეხა ქარსაფარი ზოლები,დაშრა მიწისქვეშა წყაროები ,შეიცვალა მიკროკლიმატი,მოხდა გარეულ ცხოველთა იძულებითი მიგრაცია. ურთის მთაზე ტყეს გააჩნია ჰაერის გაჯანსაღების,რეკრეაციის ნიადაგდამცავი ,და  სხვა ბიოლოგიური დანიშნულება.ყოველწლიურად 1 ჰა კოლხური მუხა 54 ტონა მტვერს ფილტრავს,ნაძვნარი კი 30 ტონა მტვერს.

                                                                           მუხნარი


დღეს კანონი გამკაცრდა  და იკრძალება ტყის უკანონო ჭრა,ჩვენი ტყის უნიკალური მცენარეები დაცულია განადგურება და ხელყოფისაგან.
 არ  გვესმის სოფლის მცხოვრებლებს  ნაჯახის ხმა და ვერ ვხედავთ ჩვენი ურთის ტყის  უნიკალური მცენარეებით დატვირთულ  მანქანებს,მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.ურთის მწვერვალზე ასულ მოსწავლეებს  ბევრჯერ გვინახია გასაყიდად განწირული ხეები და უმოწყალოდ გაჩეხილი ნერგები 

                                                                 უთხოვარი



ჩვენ მოსწავლეებს გაგვიჩნდა სურვილი აღგვედგინა ჩვენი ურთის ტყე და დაგვერგო   ნერგები, თუმცა განვიცდით სხვადასხვა ხემცენარეების ნერგების ნაკლებობას. გაზაფხულზე ჩვენი სკოლა ვგეგმავთ (ინიციატორი ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ქირია) შევაგროვოთ შემოწირულობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებიდან და გვინდა   შევიძინოთ ნერგები   და  შევავსოთ გაჩეხილი ადგილები ამით მცირე ცვლილს შევიტანთ ჩვენი ბუნების   გალამაზება გაუმჯობესების საქმეში.
ურთის მთის ტყის პრობლემა ნიადაგის ეროზიაა,რაც ჭარბი ნალექების რაოდენობითა და ქარითაა გამოწვეული რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ: 1 გაჩეხილი ტყეში ფერდობების დატერასება,2 ნიადაგდამცავი ტყის ზოლების გაშენება.3 სასოფლო სამეურნეო კულტურების განლაგება.



ჩვენი სკოლა 4 წელია ჩართულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ ფრინველთა დაცვის კამპანიაში.  მოსწავლეები 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღეს ვაგზავნით  ჩვენი სოფლის ფრინველთა აღრიცხვის მონაცემებს,გარემოს დაცვის სამინისტროში.ბოლო მონაცემებით ყველაზე მეტი რაოდენობა  დაფიქსირდა სახლის ბეღურა,სოფლის მერცხალი და სხვა. 



ჩვენს სოფელში სახნავი მიწების ფართობი 490ჰა შეადგენს ,სადაც ძირითადად ერთწლოვანი კულტურა სიმინდი მოჰყავთ,,მოსახლეობა მცენარეთა დაავადებებისა და სარეველა მცენარეების ,მავნებლების წინააღმდეგ  რეგულარულად იყენებს პესტიციდებს, მისი ერთ-ერთი საშიში თვისება მუტაგენური აქტივობაა, რაც უარყოფითად მოქმედებს  ადამიანისა და მისი შთამომავლობის ჯანმრთელობაზე.პრობლემაა ის რომ სოფლის მოსახლეობას არა აქვს  ზუსტი ინფორმაცია მისი გამოყენების შესახებ,ხომ შეიძლება მისმა არასწორმა გამოყენებამ სერიოზული ეკოლოგიური საფრთხეები წარმოქმნას.? საქართველოს ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქიმიური პესტიციდებით,ისეთ პატარა ქვეყანაში ,როგორიც საქართველოა დღეისათვის დარეგისტრირებულია დაახლოებით 190მდე აქტიურად მოქმედი ნივთიერება,და მათი სხვადასხვა კომპლექსური ნაერთების 400მდე პესტიციდური პრეპარატი.ჩვენთან იყენებენ ძირითადად დაბალი ხარისხის პესტიციდებს,რომლის უარყოფითი გავლენა ნიადაგზე,ატმოსფერულ ჰაერზე და მიწისქვეშა წყლებზე მოდის.ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის  სოფლის მოსახლეობას მის ჯანმრთელობასა და მომავალს. სოფლის მეურნეობაში  პესტიციდების გამოყენებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ პრეპარატებს,რომლებიც ატმოსფეროში სწრაფად იშლებიან  და წარმოქმნიან არატოქსიკურ ნივთიერებებს.
იმისათვის რომ შემცირდეს პესტიციდების გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკები საჭიროა მომხმარებელმა იცოდეს:1.უსაფრთხოების წესები ძირითადი ხსნარების დამზადებისას,2 დაბინძურებული სათავსოებისა და ცარიელი ტარის გაუვნებელყოფა,3 დღის რომელ პერიოდში მოახდინოს შეწამვლა.  4.სან -ჰიგიენური წესები და მისი გამოყენების მეთოდები
სოფელში დასახლებულ მოსახლეობას ძირითადად გამოყენებული აქვს  ასბესტის,ალუმინისა და უახლესი კრამიტის სტილის სახურავები. სოფელში  მოსახლეობის  უმეტესმა ნაწილმა არ იცის  თუ რა მინერალებისაგან შედგება ასბესტი და რამდენად უქმნის საფრთხეს ის  მათ ჯანმრთელობას.ასბესტი შედგება მოქნილი და გრძელი ბოჭკოებისაგან ,უძლებს მაღალ ტემპერატურას.მისი ბოჭკოები ადვილად დაშლადია  და ქმნიან ისეთ მტვერს რომელიც შეუმჩნეველია შეუირაღებელი თვალისათვის,ადამიანის მიერ შესუნთქვის შემთხვევაში  იგი ღრმად აღწევს ფილტვებში.ორგანიზმის დამცავი სისტემა ვერ უმკლავდება ასბესტის ბოჭკოს და იწვევს ფილტვის. პლევრიტს .
ასბესტოზის სიმპტომებია:
ქოშინი;
ხველება;
მშრალი ტკაცუნა ხმა ჩასუნთქვისას;
ტკივილი გულმკერდის არეში.


გარდა სახურავებისა ჩემს სოფელში ასბესტი გამოყენებულია სასმელი წყლისა და საკანალიზაციო მილებისთვის,.
ყველა სახის  ასბესტი - კანცეროგენია.
რადგანაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა (გერმანია,საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი,პორტუგალია ბალტიის ქვეყნები .ესპანეთი და სხვა)აკრძალეს ასბესტის გამოყენება,სასურველია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც გავრცელდეს ეს შეზღუდვა და ამით მოსახლეობა დაიცვან მოსალოდნელი საფრთხეებისაგან.ეს არ არის მარტო ჩვენი სოფლის ან რაიონის ეკოლოგიური პრობლემა,ეს გლობალური პრობლემაა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს 
გლობალური დათბობა დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანმიმდევრული ზრდაა,დათბობის ძირითად მიზეზს ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდაა,რაც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობის შედეგად სათბური გაზების ემისიების ზრდითა და სათბური გაზების მშთანთქმელთა შესუსტებით. დღეისათვის მეცნიერები ადასტურებენ ,რომ კლიმატის ცვლილება პლანეტის მასშტაბით ხდება და ვლინდება სხვადასხვა ფორმით:ტემპერატურისა და ნალექების მომატება,მყინვარების ლღობა,ეკოსისტემის რღვევა,ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება  და სხვა..კლიმატის ცვლილება და გლობალური პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზრუნავი,ამაში ჩართულია  მთელი მსოფლიოს წამყვანი გარემოსდამცავი ორგანიზაციები,არასამთავრობო ორგანიზაციები  და ცდილობენ ერთობლივად გადაჭრან ეკოლოგიური საფრთხეები.
ჩვენს სოფელში ჰაერის დაბინძურებას ავტომანქანების  გამონაბოლქვი- ნახშირორჟანგი,ჭვარტლი, ტყვია და მტვერი წარმოადგენს.ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება  და D ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს.ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა დაკავშირებულია ეთილირებული ბენზინის მოხმარებასთან.იგი შეიცავს ტეტრაეთილ ტყვიას,როგორც ანტიდეტონატორს.ჭარბი ტყვიის შემცველობა ჰაერში სხვადასხვა ონკოლოგიური დავაადებების წარმოქმნას უწყობს ხელს..დადგენილი რომ: 1ლიტრი ბენზინის ხარჯვის დროს ერთი მანქანა გამოყოფს40-60გრამ ტყვიას, და 750გრამ ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.რადგანაც ჩემი სოფელი თბილისი -ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარეობს,ძალიან დიდია ტყვიით ჰაერის დაბინძურების  ალბათობა.,რაც შეეხება სოფლის შიდა გზებს განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობაა ზაფხულში ,როდესაც ქვის კარიერებიდან წამოსული კირქვებით დატვირთული დიდი სატვირთო  მანქანების მოძრაობას ცარცის მტვრის კორიანტელი მოჰყვება,დაბინძურებულია ახლომდებარეწ სახლების ბოსტნები და მრავალწლოვანი ნარგავები.
საქართველოში უნდა იყოს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის საკუთარი ნორმატივები უნდა მოხდეს საწვავის ხარისხის გაუმჯობესება,რაც დაბინძურებული ჰაერის გასუფთავებას შეუწყობს ხელს
იმის გამო ,რომ ადამიანები წვავენ ნახშირბადის შემცველ საწვავს(ნავთობი,ქვანახშირი,ბუნებრივი გაზი,რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მანქანებში,თვითმფრინავებში,თბოელექტროსადგურებში) მთელი ეს ნახშირორჟანგი გამოიტყორცნება ატმოსფეროში.მეცნიერთა გამოთვლებით ყოველწლიურად  ატმოსფეროში 5,5მილიარდი ნახშირორჟანგი  გამოიყოფა.ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს სათბურის აირების გამოტყორცნაში და კლიმატის ცვლილებაში,რომელიც უკვე საგრძნობია საქართველოში.ყოველთვის როცა:
1ვუყურებთ ტელევიზორს,
2 ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს,
3.ვანთებთ ნათურას,
4.დავდივართ მანქანით.
5.ვიყენებთ სარეცხის მანქანას.
მეცნიერთა  ვარაუდით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის საშუალო მატებამ 0,3გრადუსიC შეადგინა.
გამოთვლილია რომ 2100წლისათვის ევროპის ტერიტორიაზე ტემპერატურა2-6,3გრადუსით მოიმატებს,ხოლო მსოფლიო მასშტაბით ტემპერატურის მატება1,8-4 გრადუსს მიაღწევს.
კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე,(მაგ.მზის დაკვრა და მაღალი ტემპერატურით გამოწვეული  მალარია,გულის დაავადებები)
დღეისათვის წელიწადში150.000  ადამიანი იღუპება კლიმატის ცვლილების გამო,100მილიონი ადამიანი ზარალდება წყალდიდობების შედეგად მეცნიერთა ვარაუდით კლიმატის ცვლილების გამო 2050 წლისათვის 30მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილობა
და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა,რაც შეიძლება კაცობრიობას შეუქმნას კლიმატის ცვლილებამ,მისი ძირითადი გამომწვევები ვართ ჩვენ ადამიანები და ჩვენი საქმიანობა.სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ,რომ ერთობლივად იმოქმედებდნენ კლიმატის ცვლილების პრობლემის მოსაგვარებლად,ამისათვის 1994წელს ძალაში შევიდა  კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია,ხოლო 1997წელს გაფორმდა კიოტოს ოქმი.ეს ხელშეკრულებები ქვეყნებს აკისრებს ერთობლივი ღონისძიებების გატარების ვალდებულებას. 
რამდენიმე წესი რომელიც დაგვეხმარება კლიმატის ცვლილების შერბილებაში:
1.ადგილობრივ თემთან შეხვედრა და საუბარი დაზოგონ ელექტროენერგია.
2.ნაკლებად შორ მანძილებზე მანქანის ნაცვლად ფეხით ვიაროთ,ის საუკეთესოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის  და გამონაბოლქვიც არ გამოიყოფა.
3.დაუწიოთ კონდიციონერს ზაფხულში,როდესაც გვცხელა,ჩავიცვათ გრილი ტანსაცმელი ხოლო ზამთარში ჩავიცვათ თბილად ,როცა გვცივა.
4.ვერიდოთ თვითმფრინავებით მგზავრობას,ისინი დიდი რაოდენობით  წვავენ საწვავს, და გამოყოფენ ატმოსფეროში მავნე აირებს.
5 გამოვიყენოთ მზის ენერგია ,თბილი წყლის მისაღებად,დავამონტაჟოთ მზის კოლექტორები, დავზოგოთ ელექტროენერგია. და გამონაბოლქვიც არ გამოიყოფა.


6 ჩავაქროთ და გამოვრთოთ ქსელიდან კომპიუტერი,ტელევიზორი,ნათურები მაშინ როცა ისინი ჩვენ არ გვჭირდება,რათა დავზოგოთ ენერგია, და გადასახადიც ნაკლები მოგვივა.
7დავრგოთ ხეები,ეს სახალისო საქმეა,რომელიც დიდ როლს შეასრულებს გარემოდან ნახშირორჟანგის შთანთქმა და ჟანგბადის  გამოყოფაში.
კლიმატის ცვლილება არც ისე საშიშია ,თუკი ყველანი  ერთად შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს და ვიმოქმედებთ მისი თავიდან ასაცილებლად.რაც მეტ ენერგიას მოვიხმართ  მით მეტად ცხელდება პლანეტა.
ბოლო წლებში  ხშირად გვესმის გენმოდიფიცირებული საკვების პროდუქტების    შეფასების განსხვავებული ვერსიები,მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის რომ ის უსაფრთხოა და  ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს,მეორე ნაწილი თვლის რომ  მასში სხვადასხვა სახის ბაქტერიები და ვირუსებია შეყვანილი და ადამიანებში სხვადასხვა მუტაციებს იწვევს,ყველაზე მეტად ჩვენ მოსახლეობა ვზარალდებით   რადგან არ შეგვიძლია გავარჩიოთ გენმოდიფიცირებული საკვები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისაგან.
საჭიროდ მიმაჩნია დამყარდეს ხანგრძლივი კონტროლი სამომხმარებლო ბაზარზე, მომხმარებელმა უნდა იცოდეს მისი მწარმოებელი ქვეყნის შესახებ , მასზე უნდა იყოს მასზე ეტიკეტირება. რათა თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს  რომელი შეიძინოს.  ჩვენმა ბიოლოგიის მასწავლებელმა გვირჩია არ გვეყიდა ძალიან დიდი ზომისა და პრიალა კანის ბოსტნეული,რომელიც სავარაუდოდ შეიძლება გნმ იყოს ან ნიტრატებით იყოს გაჟღენთილი.
2000წელს მსოფლიოს 130 ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას,რომელიც გარემოს  ბიოუსაფრთხოების კართახენას შეთანხმების სახელწოდებით არის ცნობილი.ამ შეთანხმების მიზანია დაიცვას გარემოს ბიომრავალფეროვნება იმ პოტენციური რისკისაგან ,რომელსაც გენმოდიფიცირებული ორგანიზმები შეიცავს და შექმნას  უსაფრთხოების გარანტიები.
ჩვენს სოფელში  4წელია გაიხსნა  ოფისი ;, სოფლად თემთა განვითარება’’(ხელმძღვანელი როსტომ გამისონია)   მისი მიზანია უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება და მისი გამოყენება.ჩვენს სოფელში დაახლოებით 20 ოჯახი  სარგებლობს მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორით,გამიჩნდა სურვილი შემეძინა  და დამემონტაჟებინა ჩემს სახლში  მზის კოლექტორი.რამოდენიმეჯერ დავესწარი მოხალისედ  ტრენინგებს და  შევძელი გადამზადებულ კადრებთან ერთად(კანკია კობა,ქირია დავითი)  საკუთარ სახლში ენერგიის მიღების უსაფრთხო  კოლექტორი დამემონტაჟებინა.მზის კოლექტორი მზის ენერგიით წყლის გაცხელების უბრალო და ეფექტური საშუალებაა,გარემოს დამაბინძურებელი და ძვირი საწვავის შესაცვლელად.მისი უპირატესობა ისაა,რომ ცხელი წყალი მაქვს უფასოდ  ელექტროენერგიის დანახარჯის გარეშე წელიწადიდან  5-6 თვის განმავლობაში.გააჩნია მოვლის დაბალი ფასი,წყალი სითბოს ინარჩუნებს დილამდე,იზოგება ელექტროენერგია,რადგანაც მზის ენერგია ულევი და უფასოა.წყალი ცხელდება დაახლოებით 70-80 გრადუსამდე.რასაც ყოველდღიურად დასჭირდებოდა 15-20კვტ.სთ ენერგია,დღიურად 2,5 ლარი.წლიურად კი იზოგება 950 ლარი.
საქართველო და ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები 2013წლის 20-21-22 0.9 ში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია’:დავასუფთაოთ მსოფლიო“ის 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP)ინიციატივით.კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და  მასში 130 ქვეყანა  იღებს მონაწილეობას.ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რაიონის  საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა,სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.
ჩვენც ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოს დასუფთავებაში ,ავირჩიეთ დასასუფთავებელი ადგილები და გავწმინდეთ სოფლის სკოლის ახლომდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკები და ცელოფნებისაგან.
ჩვენ მომავალ თაობას ჩვენი  წვლილის შეტანა შეგვიძლია ჯანსაღი გარემოს შექმნა -შენარჩუნებაში,და ეს ჩვენი მოვალეობა  და პასუხისმგებლობაა მომავალი თაობების წინაშე.ჯანსაღი გარემო ნიშნავს გქონდეს სუფთა ჰაერი,ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი,,ანკარა წყალი , გაუკაფავი ტყეები და ნათელი იმედის მომცემი მომავალი. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა იმ გარემოს წინაშე,რომლის შემადგენელი ნაწილიც ჩვენ ვართ,შესაძლებლობის ფარგლებში მოერიდოს მის დაბინძურებას და გამოიყენოს მის ხელთ  არსებული საშუალებანი მის დასაცავად.




თემაზე მუშაობისას მაქსიმალურად შევეცადეთ ხობის რაიონის სოფელი ხამისქურის შესახებ დაინტერესებულ პირს სრულყოფილი წარმოდგენა შექმნოდა რომელმაც თითქმის ყველა სფერო მოიცვა.,
ვფიქრობთ, მიზანს მივაღწიეთ და გარკვეული წვლილი შევიტანეთ სოფლის პრობლემების გადაჭრის მცდელობისა თუ ღირსების წარმოჩენისათვის.


გამოყენებული ლიტერატურა:


1. მაკალათია 1941 სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია;

2. როლანდ ფოთჩიშვილი „ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქ.ისტორიული ეთნოგრაფიული მხარეები;

3. გ.ჩიტაია ფოთისა და ხობის ეპარქია.ისტორიული ძეგლები;


4. ინფორმაცია სოფლის უძველეს ტრადიციებზე მოგვაწოდა:(ჭიჭი ფარცვანია,ნათელა კობახიძე,ქვათია კაკულია.)

5. გარემო და საზოგადოება, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 2012წ

6. სეპარირების მეთოდების პოპულარიზაცია 3R ინიციატივის ხელშეწყობა

7. CleanUp Georgia დავასუფთაოთ საქართველო, 2012წ.

1 комментарий:

  1. :))))

    "...... როგორც ეტყობა ურთის მთის შემოგარენში თავმოყრილია უძველესი სჯულის მსახურთა უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ნოესადმი მიძღვნილი მთაა.ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში. ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტური, დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაშ. (მცხეთა - მეორე ხეთა ანუ მირონცხებული ხეთა) "

    ОтветитьУдалить